საგამოცდო ტესტები გამოქვეყნდა - „ნაეკი“ დეტალებზე
18-01-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურში გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს. ოლიმპიადის მეორე ტური 15 იანვარს დასრულდა.

მეორე ტურის საბოლოო შედეგები ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

საკუთარი შედეგის ნახვა მოსწავლეს პირადი ნომრით შეეძლება ვებგვერდზე: online.naec.ge. რეიტინგულ სიას კი ცენტრი განათავსებს სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.

მესამე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ს ან მეტს და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მოსწავლეს შორის.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მესამე დასკვნითი ტური თბილისში იმართება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია.

გამოყენებული ტესტები

ქართული ენა და ლიტერატურა 

ქართული, როგორც მეორე ენა

მათემატიკა X კლასი 

მათემატიკა X კლასი - აზერბაიჯანულ ენაზე

მათემატიკა X კლასი - სომხურ ენაზე

მათემატიკა X კლასი - რუსულ ენაზე

მათემატიკა XI-XII კლასი

მათემატიკა XI-XII კლასი - აზერბაიჯანულ ენაზე

მათემატიკა XI-XII კლასი - სომხურ ენაზე

მათემატიკა XI-XII კლასი - რუსულ ენაზე

გერმანული ენა

ინგლისური ენა

რუსული ენა

ფრანგული ენა

ბიოლოგია

ბიოლოგია - აზერბაიჯანულ ენაზე

ბიოლოგია - სომხურ ენაზე

ბიოლოგია - რუსულ ენაზე

ფიზიკა X კლასი

ფიზიკა X-XII კლასი

ფიზიკა X-XII კლასი სომხურ ენაზე

ფიზიკა X-XII კლასი რუსულ ენაზე

ქიმია X-XII კლასი

ქიმია X-XII კლასი აზერბაიჯანულ ენაზე

ქიმია X-XII კლასი სომხურ ენაზე
ქიმია X-XII კლასი რუსულ ენაზე

ისტორია X-XII კლასი

ისტორია X-XII კლასი აზერბაიჯანულ ენაზე

ისტორია X-XII კლასი სომხურ ენაზე

ისტორია X-XII კლასი რუსულ ენაზე

გეოგრაფია

გეოგრაფია აზერბაიჯანულ ენაზე

გეოგრაფია სომხურ ენაზე

გეოგრაფია რუსულ ენაზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203