„10-10 კრედიტიან უფროს მასწავლებლებს მიანიჭონ წამყვანის სტატუსი - ყველას მიეცეს გამოცდაზე გასვლის უფლება“ - მასწავლებლების პეტიცია
19-01-2022

მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილს უფროსის სტატუსი მიენიჭა, სტატუსიანი პედაგოგები ხშირად საუბრობენ, რომ სამართლიანობისთვის, ყველას უნდა მიეცეს ერთი შანსი მაინც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე ყველა ვერ გავა და ტესტირებას გარკვეული წინაპირობები ახლავს.

პედაგოგებმა პეტიცია შეადგინეს, რომლის ადრესატიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა; მასწავლებლები ითხოვენ, 10-10 კრედიტიან უფროს მასწავლებლებს მიანიჭონ წამყვანის სტატუსი​ და ასევე, ყველას მიეცეს გამოცდაზე გასვლის უფლება, ვგულისხმობ 1, 4 და 7 კრედიტიან უფროს მასწავლებლებს. 

პეტიციის ტექსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

პედაგოგებო!!! ვაგროვებთ ხელმოწერებს.

1. 10-10 კრედიტიან უფროს მასწავლებლებს მიანიჭონ წამყვანის სტატუსი.

2. ყველას მიეცეს გამოცდაზე გასვლის უფლება, ვგულისხმობ 1, 4 და 7 კრედიტიან უფროს მასწავლებლებს. გთხოვთ, ყველა დაგვიდექით მხარში. ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. ვითხოვთ, 10-10 კრედიტიან პედაგოგებს პირდაპირ მოგვენიჭოს წამყვანის სტატუსი. ყველას მიეცეს სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. ვგულისხმობ 1, 4, 7 კრედიტიან უფროს მასწავლებლებსl

პეტიცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203