„პირველკლასელთა აკადემიის“ ქართულ-აზერბაიჯანული ვერსიის მომზადება დაწყებულია!
20-01-2022
„პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე უამრავი ერთგული მეგობარი გაიჩინა; ესაა უნიკალური წიგნი+რვეული, რომელიც მომავალ პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს. სახელმძღვანელო „ეტალონის“ პროექტების სულისაჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა და გააერთიანა მშობელი-ბავშვი-საზოგადოება ერთი მთავარი მიზნის - განათლების ირგვლივ.

„ეტალონის“ და მისი პროექტების მთავარი მიზანი, წლების განმავლობაში, თითოეული მოსწავლისთვის განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობა და მოტივაციაა, მათ შორის,  რა თქმა უნდა, ეთნიკურად არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და ენობრივი ბარიერების დაძლევის ხელშეწყობა.
სწორედ ამიტომ გადაწყდა, „პირველკლასელთა აკადემია“ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემულიყო - შედგა სამუშაო ჯგუფი, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და გაცნობითი შეხვედრებიც დაიგეგმა ბოლნისის, დმანისის, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

ამ საქმიან-მეგობრულმა ვიზიტებმა ადგილობრივი ხელისუფლებები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და რაც მთავარია, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანები გააერთიანა. 
პირველი შეხვედრა გარდაბანში შედგა, შეხვედრას გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი, თვითმმართველობისა და სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ და თამამად შეიძლება ითქვას - „პირველკლასელთა აკადემია“ ავტორის ძალისხმევითა და საკუთარი უნიკალობით, მალე აზერბაჯანულენოვანი მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203