საქართველოში გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები შემცირდა - ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის რვა დღე განისაზღვრა.
რაც შეეხება კონტაქტებს, მათ შემთხვევაშიც მსუბუქდება ვადები: თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის ბუსტერით, ან პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვალდებულება ეხსნებათ; ასევე პირებს, კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.
რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში გამოიყენონ პირბადე.
როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, იგივე წესი ვრცელდება სკოლების შემთხვევაშიც. განათლების სამინისტროში განმარტეს, რომ „ვირუსის დაფიქსირებისთანავე, ინფორმაცია იგზავნება ჯანდაცვის სამინისტროში და გაიცემა შესაბამისი რეკომედნაცია, თუმცა იზოლაციის ვადები ნამდვილად შემცირებულია - კლასიცა და სკოლაც (საჭიროების მიხედვით) მხოლოდ 8 დღით გადადის იზოლაციაში“.