ვის ისურვებდით თქვენს მასწავლებლად? - 10 ყველაზე ცნობილი მასწავლებელი თუ პროფესორი
როგორი მოსწავლე იქნებოდით, თქვენი მასწავლებლები ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი ან ჰოლივუდის მსახიობი, ჰიუ ჯეკმანი რომ ყოფილიყვნენ? დიახ, ზემოთ ნახსენები ადამიანები ნამდვილად იყვნენ კოლეჯის, უნივერსიტეტისა თუ სკოლის პროფესორ-მასწავლებლები; მაგალითად, ამერიკის რიგით 44-ე პრეზიდენტი მიწვეული ლექტორის სტატუსით დღესაც კითხულობს სტუდენტებისთვის ლექციებს.etaloni.ge წარმოგიდგენთ ცნობილი პიროვნებებს, რომლებიც პოლიტიკურ თუ სამსახიობო მწვერვალების დაპყრობამდე რიგითი მასწავლებლები იყვნენ.
1. ჰიუ ჯეკმანი (Hugh Jackman), ავსტრალიელი მსახიობიჰოლივუდის დაპყრობამდე ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ბრიტანულ სკოლაში მასწავლებლად წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთ დღეს, თავის ყოფილ მოსწავლეს, რომელიც რეპორტიორად მუშაობდა წითელ ხალიჩაზეც კი გადაეყარა.
2. სტივენ კინგი (Stephen King) ამერიკელი მწერალი და სცენარისტისტივენ კინგს მსოფლიოში წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. იგი ისეთი წიგნების ავტორია, როგორებიცაა - მიზერი, უიმედოთა ქალაქი, ის და ა.შ. მანამდე, სანამ კინგი საშინელებათა ჟანრის ლიტერატურის უდიდესი მწერალი გახდებოდა, იგი ინგლისურის პედაგოგი გახლდათ. სტივენ კინგმა კოლეჯის დასრულების შემდგომ მაინის აკადემიაში მოსწავლეებს ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და როგორც ამბობენ, მასწავლებლობას დღემდე დიდი სიამოვნებით მიჰყვება.
3. ჯონ ჰემი (Jon Hamm) ამერიკელი მსახიობიცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი მშობლიურ სკოლაში დღემდე დრამის მასწავლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჰემს წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს, ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მასწავლებლობა მისთვის სიხარულის მომგვრელია, რადგან უყვარს როდესაც მის მოსწავლეებს ხელოვნებისა და მსახიობობისადმი სიყვარულს უნერგავს.
4. ჰილარი კლინტონი (Hillary Clinton) ამერიკელი პოლიტიკოსიამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013 წლებში ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი, აშშ-ის სენატორი ნიუ-იორკიდან 2001-09 წლებში, 2008 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და 1993-2001 წლებში ამერიკის პირველი ლედი, ეს ის მცირე ჩამონათვალია რეგალიებისა, რომლებსაც ეს ცნობილი ქალი ფლობს. კლინტონი წლების განმავლობაში არკანზანსის უნივერსიტეტში სამართლის პროფესორი იყო. იგი დღემდე აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებში.
5. ჯესი უილიამსი (Jesse Williams) მსახიობითუ თქვენ „გრეის ანატომიას“ უყურებთ მაშინ ექიმ ეივრის როლის შემსრულებელი ჯესი უილიმსი აუცილებლად გეცოდინებათ. უილიამსი კოლეჯის დამთავრების შემდეგ ამერიკულ-აფრიკულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და დღემდე აქტიურობს, რათა სტუდენტებმა მისი დახმარებით სტიპენდიის მოპოვება შეძლონ.
6. ბარაკ ობამა (Barack Obama) აშშ-ს 44-ე პრეზიდენტიობამას მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტან, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ პოლიტიკურ კარიერამდე იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი იყო. პოლიტიკური კარიერის შემდეგაც კი შეძლო ლექციებსა და კაპიტოლიუმის შენობას შორის დრო თანაბრად გადაენაწილებინა. ის, მიწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს დღემდე ატარებს.
7. ლინ-მანუელ მირანდა (Lin-Manuel Miranda) ამერიკელი მსახიობი და მომღერალიცნობილი მსახიობისა და მომღერლის თავბრუდამხვევი კარიერა მანჰეტენის საშუალო სკოლაში დაიწყო, სადაც იგი ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მასწავლებლობის პერიოდს მსახიობი სხვადასხვა ინტერვიუებში დღემდე იხსენებს და აღნიშნავს, რომ მასწავლებლობის დრო უფრო მეტს ნიშნავს მისთვის, ვიდრე ამჟამინდელი წარმატება.
8. მაია ანჯელოუ (Maya Angelou) პოეტი და სამოქალაქო აქტივისტიამერიკელი პოეტისა და აქტივისტის თქმით მთელი ცხოვრება თავს მასწავლებლად გრძნობდა. იგი 30-ზე მეტ საპატიო წოდებას ფლობდა, თუმცა მისთვის უეიკ ფორესტში მასწავლებლობაზე დიდი ჯილდო არასოდეს მიუღია.
9. სტივ ვოზნიაკი (Steve Wozniak) ამერიკელი ელექტრო-ინჟინერი, Apple Computer Inc-ის თანადამფუძნებელივოზნიაკმა სტივ ჯობსთან და რონალდ ვეინთან ერთად Apple Computer Inc დააფუძნა და უშუალოდ მის სახელს უკავშირდება Apple I და Apple II კომპიუტერების დაპროექტება და აწყობა, რომლებმაც მიკროკომპიუტერების სრული რევოლუცია მოახდინა. ამის მიუხედავად იგი სკოლაში კომპიუტერების რიგითი მასწავლებელი იყო და მუდამ ცდილობდა მოსწავლეებში კომპიუტერებისადმი სიყვარული მეტად გაეღვივებინა. მან იცოდა, რომ მომავალი კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე იქნებოდა დამოკიდებული და ბავშვებს მაქსიმალურ ცოდნას დაუღალავად აძლევდა.
10. ბილ ნაი (Bill Nye) , „მეცნიერების ბიჭი“, სატელევიზიო შემეცნებითი გადაცემების ვარსკვლავიბილ ნაი იმის ნათელი მაგალითია, რომ თუ თქვენ გსურთ მოსწავლეებს ასწავლოთ მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, ამას საკლასო ოთახიდან გააკეთებთ და ეკრანიდან. ბილ ნაი პოპულარული 1990-იან წლებში გახდა; მას საკუთარი სატელევიზიო შემეცნებითი შოუ ჰქონდა. გადაცემის დახურვის შემდეგ კი კორნეულის უნივერსიტეტში პროფესორად განაგრძო მოღვაწეობა.