21 იანვრის მონაცემებით თბილისში 4 საბავშვო ბაღი სრულად არის დაკეტილი, ხოლო 12-ში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ
ETALONI.GE - სთვის მოწოდებული ინფორმაციისთვის ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 16 ბაღში დაფიქსირდა.
ახალი რეგულაციების მიხედვით ბაღებში, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაღი ინფიცირების პირველივე შემთხვევის გამოვლენისას სრულად აღარ იხურება. სწორედ ამის გამო 12 საბავშვო ბაღში წერტილოვანი შეზღუდვა მოქმედებს, 4 კი სრულად არის დახურული.
იხილეთ:
ვირუსის გამო ბაღები სრულად აღარ დაიხურება - ახალი რეგულაციები ძალაში დღეიდან შევიდა