„პირველკლასელთა აკადემიის“ აზერბაიჯანულენოვანი ვერსიის მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა - პრეზენტაცია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში
21-01-2022
„პირველკლასელთა აკადემია“ ავტორმა და „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა „პირველკასელთა აკადემიის“ პროექტი, რომელიც წიგნის ორენოვანი ვერსიის მომზადებას აზერბაჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ითვალისწინებს, მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში წარადგინა.

ესაა უნიკალური სახელმძღვანელო, რომელიც მომავალ პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს და სწორედ ამიტომ, გამოცემისთანავე წიგნმა+რვეულმა უამრავი მეგობარი გაიჩინა, როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს შორის.

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ეთნიკურად არაქართველი ბევრი ბავშვია და მათ შორის სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა თუ აქტიურად დანერგვას ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გადაწყდა, „პირველკლასელთა აკადემიის“ ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე გამოცემა, გაცნობითი სახის საქმიან-მეგობრული პრეზენტაცია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში კი ამ მნიშვნელოვანი გზის დასაწყისია.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მარნეულში კი „პირველკლასელთა აკადემიის“ ინტეგრირებული ვერსიის გარეკანის პრეზენტაციაც მოეწყო და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას - „პირველკლასელთა აკადემია“ ავტორის ძალისხმევითა თუ საკუთარი უნიკალობით, მალე ყველა მომავალი პირველკლასელის საგანმანათლებლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203