„ესქულის“ ბაზაში ახალი ჩანაწერი გაჩნდა - „სამინისტროს მიერ დაქირავებული მასწავლებელი“, რამაც პედაგოგიურ საზოგადოებაში დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. რას ნიშნავდა ეს ფრაზა? - ამ კითხვაზე პასუხი არც ოფიციალურ უწყებებს ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით, eschool-ის ბაზაში გაჩენილ ახალ ჩანაწერზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ განმარტება etaloni.ge-სთან დღეს გააკეთა.
როგორც სისტემაში განაცხადეს, სტატუსი - „დიახ/სამინისტროს მიერ დაქირავებული მასწავლებელი“ მხოლოდ იმ პედაგოგებს უნდა მოენიშნოთ, რომლებიც ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან შედიან.
„ეს პოზიცია არავის ჩაუჯდება ავტომატურად, თუ თვითონ არ დაამატებს. ეს პოზიცია უნდა მოენიშნოს მხოლოდ იმ მასწავლებელს, რომელიც შედის ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან“.
იხილეთ: ს
ამინისტროს მიერ დაქირავებული მასწავლებელი - ახალი ჩანაწერი eschool-ში და დიდი გაუგებრობა სამინისტროში