1-დან 21 იანვრის ჩათვლით, „მასწავლებლის სახლის“ გვერდზე teacherjobs.ge 1306 ახალი ვაკანსია გამოცხადდა.
დიდი მოთხოვნაა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, მუსიკის, ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის მასწავლებლებზე, ასევე ბუღალტრებსა და სკოლის ექიმებზე... აღსანიშნავია, რომ ვაკანტურ ადგილზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს როგორც პედაგოგს, ასევე მაძიებელს, თუმცა გვხვდება ისეთი ვაკანსიები, რომლებიც საყოველთაო დასვენების დღეებში მაგალითად - 1, 2 ან 7 იანვარს გამოქვეყნდა და კვირის პირველივე სამუშაო დღეს განაცხადების მიღება დასრულდა.
ასეთი მიდგომები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რიგ შემთხვევებში ვაკანსიები მხოლოდ ფორმალურად ქვეყნდება და რეალურად, სკოლებს კადრები უკვე შერჩეული ჰყავთ.
რა მოთხოვნები აქვთ სკოლებს და რა გზის გავლა უწევთ პედაგოგებს დასაქმებისთვის, დეტალური ინფორმაცია და ვაკანსიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
იხილეთ ასევე
სჭირდებათ თუ არა დირექტორებს ახალი კადრები?