განათლების სამინისტროს დებულებაში ცვლილება შევიდა - პრემიერის გადაწყვეტილება
24-01-2022

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით ცვლილება შევიდა განათლებისა და მეცნირების სამინისტროს დებულებაში. კერძოდ სამინისტროს ფარგლებში აქამდე ერთობლივად არსებული უმაღლესი განთლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი გაიყო და ინდივიდუალურ დეპარტამენტებად ჩამოყალიბდა.

დადგენილების თანახმად შესაბამისად შეიცვალა თითოეული ამ დეპარტამენტისთვის განსაზღვრული კომპეტენციები. მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის, კვლევისა და განვითარების მხარდამჭერი პროგრამების ხელშეწყობა, აგრეთვე ქართულის, როგორც მეორე და უცხო ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება, დაინტერესებულ ჯგუფებთან კავშირი და,  შემსწავლელთა ინტერესების შესაბამისად, პროგრამების ახალი სასწავლო მასალებით შევსება ადმინისტრაციის დეპარტამენტის პასუხისმგებლობიდან მოიხსნა და მეცნიერების განვითარების დეპარატემენტს დაემატა.

იხილეთ დოკუმენტი სრულად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203