„ვითხოვთ ანაზღაურების 100%-ით ზრდას“ - ბაღის მასწავლებლების პროტესტი
24-01-2022

„ვითხოვთ ანაზღაურების 100%-ით ზრდას“ - ბაღის მასწავლებლები ხელფასის 10%-იან მატებას აპროტესტებენ. მართალია, ფინანსთა მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასი გაიზრდება, მაგრამ სფეროში დასაქმებულები მიიჩნევენ, რომ ეს არათუ საკმარისი, არამედ სამარცხვინოა, რადგან მათ ბავშვების სიცოცხლე აბარიათ და ყოველდღიურად, კოვიდპანდემიის ფონზე, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ სამსახურში სიარული; სწორედ ამიტომ, მიიჩნევენ, რომ საბავშვო ბაღებში დასაქმებულების ანაზღაურება 10-ით კი არა 100 პროცენტით უნდა გაიზარდოს. სოციალურ ქსელში ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ და Etaloni.ge რამდენიმე კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„მარტო მშობლებს აქვთ პრეტენზიის გამოხატვის უფლება? ჩვენც ვართ მშობლები და ჩვენს უკან დიდი ოჯახები დგას. მათაც ბევრი სჭირდებათ“.

„ბაღის თანამშრომლები მარტო არჩევნებზე კი არ უნდა ახსენდებოდეთ.დიდი დაფასებაა ღმერთმანი 10% ხელფასის ზრდა“...

„ყველაზე დაჩაგრული ბაღის თანამშრომლები ვართ სამარცხვინო ხელფასებზე ვმუშაობთ განსაკუთრებით პერსონალი“...

„ჩვენი შრომის დაუფასებლობა და უპატივცემულობაა ასეთი მიზერული ხელფასი, თანაც ამ ინფლაციის პირობებში“...

„ისე იძახდნენ, ბაღის თანამშრომლებს დაბალი ხელფასი აქვს და უნდა მოვუმატოთო მეგონა რაღაც კარგად მოგვიმატებდნენ, 10 პროცენტით მოუმატეს მას, ვისაც 2000 ლარი აქვს ხელფასი და ჩვენც, ცოტა არ უნდა გადახედონ? ყველაზე დაბალი ხელფასები არის ბაღში და თან ყველაზე დაუფასებელი შრომა“...

„გულდასაწყვეტია მართლაც ჩვენი შრომის დაუფასებლობა, გვიკარგავენ მოტივაციას საყვარელი საქმის მიმართ, სამარცხვინო ხელფასებია და როგორი საპასუხისმგებლო მისია გვაკისრია ბაღის ყველა პერსონალს. იმედია, რაღაცას გაიმეტებენ“...

„სკოლაზე ნაკლები ტვირთი აქვს ბაღს, ასე რატომ გვაიგნორებენ?“

„ისიც ბევრმა იცის და ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს - ბევრი ბაღის დირექტორისგან მოდის თითის ქნევა და მუქარა, ხმა არ ამოიღოთ, ბაღისა და დირექტორის პრესტიჟზე აისახება თანამშრომლების პროტესტი, დირექტორების შეგვიყენებენ წყალსო“.

„ძალიან ბევრი რამის გამო იკავებს ბაღის პერსონალი თავს. სამსახურების დაკარგვის ეშინიათ.რაც მეტად სასაცილოა - ვფიქრობ ასეთი აზროვნება, ძალიან დაბალი დონეა დღეს!!!

„ბაღის პერსონალს აქვს ძალიან დაბალი ანაზღაურება, მარტო აღმზრდელები არ მუშაობენ ბაღში ტექ პერსონალს ხომ საერთოდ სამარცხვინო ხელფასი აქვს, რა აზრი ჰქონდა ტრენინგებს, სერტიფიკატებს ხელფასზე ეს არ აისახება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203