წალკის პირველ საჯარო სკოლაში სახალისო კონკურსი ფიზიკასა და მათემატიკაში, სახელწოდებით „მოაზროვნე“ ტარდება. ( ორგანიზატორი ფიზიკის მასწავლებელი, ნესტან მიქაძე)
„მოაზროვნე“ დაფუძნებულია კონკურენტული სწავლების ფორმაზე. კონკურენცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სწრაფად მიაღწიონ შედეგს. ხელს უწყობს მოსწავლეებში სწრაფი აზროვნების განვითარებასა და სტიმულს აძლევს მათ წინსვლასა და პროგრესს. მოსწავლეებს უჩნდებათ ლიდერობის სურვილი.
კონკურსის მიზანია მოსწავლეს განუვითარდეს დამოუკიდებელად და სწრაფად აზროვნების უნარი. გაერკვეს საკუთარ შესაძლებლობებში, გახდეს მეტად მიზანდასახული და მოტივირებული. პატივი სცეს მეგობრის ცოდნას და ერუდიციას.
კონკურსი რამდენიმე ტურად ტარდება და ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდება სკოლის „მოაზროვნის“ ტიტულის მფლობელი მოსწავლე.
ფინალისტებს გადაეცემათ სიგელები და საჩუქრები. „მოაზროვნე" უკვე ტრადიციულად ტარდება წალკის ორ საჯარო სკოლაში - წალკის პირველ და ხარებას საჯარო სკოლებში.
პედაგოგების თქმით, აპრილის ბოლოს სკოლას დაგეგმილი აქვს კონკურსი წალკის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩაატაროს და აღნისნავენ, რომ ასეთი საკონკურსო შეხვედრები ხელს შეუწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობას. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს და სამომავლოდ დასახავენ ერთობლივ ღონისძიებებს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე პედაგოგების და დირექციის დახმარებით.
იხილეთ ფოტოები