შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია შეცვალა - რამდენიმე დღის წინ ცენტრის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლის გამოცდებამდე პრეტესტები არ ჩატარდებოდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, „ნაეკში“ გვითხრეს, რომ ცხელ ხაზზე ჩვენთვის მოწოდებული თავდაპირველი ინფორმაცია არასწორია - მასწავლებლებს ტესტის აპრობაციაც ჩაუტარდებათ და ნიმუშებსაც ნახავენ.„წამყვანისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ტესტის აპრობაციას გაზაფხულზე გეგმავს. ასევე, გამოქვეყნდება ტესტურ დავალებათა ნიმუშებიც. წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტთან და ასევე პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“, - ნათქვამია შეფასებისა დ აგამოცდების მიერ
etaloni.ge- სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.