დაიკეტება თუ არა საბავშვო ბაღები სრულად - სააგენტოს განმარტება
24-01-2022

კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისში 27 საბავშვო ბაღია დახურული, - ამის შესახებ etaloni.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს. სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 67 ბაღის 112 ჯგუფშიც.

როგორც უწყებაში განგვიმარტეს, ამ დროისთვის კორონავირუსი დადასტურებული აქვს საბავშვო ბაღების 125 თანამშრომელსა და 54 აღსაზრდელს.

მომატებული კოვიდსტატისტიკა კი ლოგიკურად აჩენს კითხვას - ხომ არ დგას ბაღები სრულად დაკეტვის საშიშროების წინაშე? - Etaloni.ge-ს ბაღების მართვის სააგენტოში უპასუხეს, რომ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ:

„ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, დაიხუროს თუ არა ბაღები სრულად. მსგავს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იღებს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203