მასწავლებლებისთვის სავალდებულო კოვიდტესტირება უქმდება
26-01-2022

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 1 თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება. რეგულაცია ყველა იმ დაწესებულებას შეეხება, რომლებსაც თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ჰქონდათ. მოგვიანებით, ამირან გამყრელიძემ დამატებით განმარტა, რომ მიზნობრივი ჯგუფები - პოლიციელები, ექიმები, მასწავლებლები... რომლებიც აქამდე სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებოდნენ, 1 თებერვლიდან, ინდივიდუალურად, მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ჩააბარებენ კოვიდზე ტესტს. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, სამედიცინო პუნქტებთან  დიდი რაოდენობით ხალხის თავმოყრა აიცილონ. თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება

„დღეს შევედით საბჭოზე წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია ყველა გაიტესტოს და დადასტურდეს, რომ არის ინფექცია. იქ, სადაც სავალდებულო იყო, უსიმპტომო ადამიანებს ჩვენ ვტესტავდით. დღევანდელი წინადადება არის, რომ თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, იქ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ისინი გადავიდნენ იზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე:

რატომ არ დახურეს სკოლები - ამირან გამყრელიძის განმარტება

სკოლები გააგრძელებენ მუშაობას - მთავრობის გადაწყვეტილება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203