ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლაში საბოლოოდ დასრულდა ინგლისურის კაბინეტის რეაბილიტაცია.
ახალი კაბინეტის აღჭურვა ახალი სასწალო რესურსებითა და ტექნიკით უახლოეს მომავალში განხორციელდება.
სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს განახლება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსწავლეებში მოტივაცის ზრდას, რათა საფუძვლიანად დაეუფლონ ინგლისურ ენას წარმატებული მომავლისთვის. მათი თქმით, პროექტის წარმატებულად განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის მშვიდობის კორპუსის ეგიდით მოღვაწე მასწავლებელს, როუზ პეიფერს.
იხილეთ ფოტოები