გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სოფელი გორელოვკი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია ეთნიკური მრავლფეროვნებით, სადაც ქართველები, სომხები და რუსები გვერდიგვერდ ცხოვრობენ. სწორედ ამ გარემოებაზე გაამახვილეს ყურადღება მოსწავლეებმა და აღნიშნეს, რომ აუცილებელია საკუთარის გაფრთხილედბა და სხვათა მშობლიური ენების პატივისცემაც. ღონისძიების ბოლოს საინტერესო დისკუსია გაიმართა თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმებთან დაკავშირებით, რომელშიც პედაგოგებიც აქტიურად ჩაერთვნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი, თეონა ჯუღელი მადლობას უხდის მოსწავლეებს, კოლეგებსა და სკოლის დირექტორს, ეკატერინა სუდაძეს, აქტიური ჩართულობისა და თანადგომისათვის.
იხილეთ ფოტოები