ქუთაისის საბავშვო ბაღების პერსონალის ანაზღაურება დაანონსებული 10%-ის ნაცვლად, 20%-ით გაიზარდა, - აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა, etaloni.ge-სთან დაადასტურა.
„ქუთაისის საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს და დიახ, გიდასტურებთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, პერსონალის ანაზღაურება იანვარში 20%-ით გაიზარდა. ეს შეეხო არა მხოლოდ მასწავლებლებს, არამედ ყველა ადამიანს, ვინც ბაღშია დასაქმებული“ - განაცხადა etaloni.ge-სთან საუბარში ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.
იხილეთ ასევე:
დაიკეტება თუ არა საბავშვო ბაღები სრულად - სააგენტოს განმარტება
„ვითხოვთ ანაზღაურების 100%-ით ზრდას“ - ბაღის მასწავლებლების პროტესტი