„კუთვნილი კომპენსაციის მისაღებად მასწავლებლებს 2 გზა აქვთ“...
27-01-2022

მასწავლებლებისთვის აქტუალური საკითხებიდან ერთ-ერთი ისაა, თუ რა გზით შეძლებს სკოლიდან გაშვების შემთხვევაში კუთვნილი კომპენსაციის მიღებას. როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, ამ საკითხს დირექტორი წყვეტს.

მაშინ რა გამოსავალი რჩება პედაგოგს,  თუკი დირექტორი სკოლიდან გაათავისუფლებს, კუთვნილი კომპენსაციის გადახდაზე კი უარს ეტყვის? აღნიშნული კითხვით, etaloni.ge-მ პედაგოგთა და მეცნიერთა თავიოსუფალი პროფკავშირის იურისტს, უჩა ბაკურაძეს მივმართეთ.

როგორც მან განმარტა, იმისთვის, რომ დირექტორმა მასწავლებელს კომპენსაცია გადაუხადოს ორი გზა არსებობს.

„მასწავლებლისთვის ასეთ შემთხვევაში ორი გამოსავალი არსებობს: პირველია, რომ მოგვმართოს ჩვენ, რის შემდეგაც დავიწყებთ მოლაპარაკებას დირექტორთან, ან წერილობით მივმართავთ და ვეცდებით, ასე გადავწყვიტოთ საკითხი. თუ დირექტორი მაინც უარს განაცხადებს კომპენსაციის გადახდაზე, მასწავლებელს ამ შემთხვევაში რჩება მხოლოდ სასამართლო, რომელსაც აქვს იძულების მექანიზმი, არც პროფკავშირს და არც სხვას ამგვარი მექანიზმი არ გააჩნია“, - განაცხადა უჩა ბაკურაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203