53 000 ათასი ლარი პირადი ჰიგიენური საშუალებებისთვის - რას შეიძენს გამოცდების ეროვნული ცენტრი?
30-01-2022

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჰიგიენის საშუალებების შესაძენად 53 958 ლარს დახარჯავს. წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია, გამარჯვებულმა კომპანიამ კი პროდუქციის მიწოდება 10 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.

სატენდერო დოკუმენტებში არ არის მითითებული კონკრეტულად რისთვის იძენს შეფასებისა და გამოცდები ცენტრი აღნიშნულ ჰიგიენურ საშუალებებს, თუმცა დეტალურადაა გაწერილი რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები.

ჰიგიენური საშუალებები, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიძენს:

ქაღალდის ხელსახოცი მექანიკური დისპენსერისთვის - 17 420 შეკვრა;

ტ/ქაღალდის რულონი მექანიკური დისპენსერისათვის - 4000 ცალი;

თხევადი საპონი 5 ლიტრიან ბალონებში - 200 ცალი;

ხელის საპონი - 1800 ცალი;

ტუალეტის ქაღალდი -  3400 ცალი;

სველი ხელსახოცების 12 ცალიანი შეკვრა - 800 შეკვრა.

ტენდერთან დაკავშირებით წინადადებების მიღება დასრულებულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203