ქსნის საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები აქტიურად მიმდინარეობს
22-02-2018
ქსნის საჯარო სკოლის IX კლასში აქტიურად მიმდინარეობს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები.
მოსწავლეებმა წინასწარ დანაწილებულ ჯგუფებში „მმართველი გუნდი“, „ახალგაზრდა მოქალაქეები“, „სამართალდამცველები“ და „ჟურნალისტები“ იმუშავეს, მოირგეს თავიანთი როლები და პრეზენტაციები წარმოადგინეს. როგორც მეცხრეკლასელებმა აღნიშნეს, მსგავსი ფორმატი ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მათთვის.
შეგახსენებთ, სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს ქსნის საჯარო სკოლაში სამართალდამცველები პედაგოგთან ერთად ატარებენ.