ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე, სანდრო სიხარულიძე კონკურსის „ზამთრის ვერნისაჟი“ ერთ-ერთი გამარჯვებულია
გურიის მხარის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლების მონაწილეთა ნამუშევრების მეშვიდე გამოფენა - კონკურსში „ზამთრის ვერნისაჟი“ ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სანდრო სიხარულიძემ ნომინაციაში „საუკეთესო კომპოზიცია“ გაიმარჯვა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რჩეული გახდა.სანდრო სიხარულიძე კონკურსზე ლანჩხუთის ვილი ბარამიძის სახელობის სამხატვრო სკოლის სახელით იღებდა მონაწილეობას, მისი პედაგოგი ირინა წულაძეა. გამარჯვებისთვის სანდროს სიგელი და ფულადი პრემია გადაეცა.
ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლა ულოცავს სანდროსა და მის პედაგოგს მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები