კორონავირუსი ბაღის 319 თანამშრომელს და 114 აღსაზრდელს დაუდასტურდა - საბავშვო ბაღებში შემთხვევები მატულობს
27-01-2022
27 იანვრის მონაცემებით თბილისის 75 საბავშვო ბაღი სრულად არის დაკეტილია და თვითიზოლაციაშია გადასული სხვადასხვა ბაღის 165 ჯგუფი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან მიაწოდეს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ინფორმაციით კორონავირუსი 114 აღსაზრდელსა და საბავსვო ბაღების 319 თანამშრომელს აქვს დადასტურებული. 
 
აღსანიშნავია, რომ ერთ კვირაში დაკეტილი ბაღების რაოდენობა 18-ჯერ არის გაზრდილი, (21 იანვრის მონაცემებით თბილისის მასშტაბით მხოლოდ 4 ბაღი იყო სრულად დახურული და 12 ჯგუფი), რაც ნამდვილად საგანგაშო მაჩვენებელია, თუმცა ბაღების დაკეტვის საკითხი ამ ეტაპზე კვლავ არ არის განხილვაში. 

განახლებული რეგულაციების მიხედვით ბაღებში, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაღი ინფიცირების პირველივე შემთხვევის გამოვლენისას სრულად აღარ იხურება.

იხილეთ: ვირუსის გამო ბაღები სრულად აღარ დაიხურება - ახალი რეგულაციები ძალაში დღეიდან შევიდა 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203