27 იანვარს დისტანციური სწავლებაზე მოსწავლეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ETALONI.GE -სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ონლაინ სწავლებაზე გადასვლის სურვილი 36 202 მოსწავლემ გამოთქვა.
რაც შეეხება ონლაინ სწავლებიდან საკლასო ოთახი დაბრუნებას, აღნიშნული მოთხოვნაზე რეგისტრაცია 4 031-მა მოსწავლემ გაიარა.
სწავლების ფორმატის მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ ყოველ ხუთსაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში საიტიდან -
https://online.emis.ge.ცნობისთვის, გასულ ხუთშაბათს სწავლის დისტანციური მოდელი 23 869 მოსწავლემ აირჩია, ხოლო დასწრებით სწავლაზე 4 842 მოსწავლე დარეგისტრირდა.