მაგიდის ჩოგბურთში გამართულ სარაიონო პირველობაზე ხარაგაულის N3 საჯარო სკოლამ პირველი ადგილი მოიპოვა
მაგიდის ჩოგბურთში გამართულ სარაიონო პირველობაზე ხარაგაულის N3 საჯარო სკოლამ პირველი ადგილი მოიპოვა.
სარაიონო პირველობა მაგიდის ჩოგბურთში სოფელ ბორის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა და მასში რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილოებდნენ. მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავი იყო.
შეხვედრაზე წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა ხარაგაულის N 3 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ, გურამ ლურსმანაშვილმა.
სკოლა ულოცავს გურამს წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები