კოვიდი ბაღის 421 თანამშრომელს და 120 აღსაზრდელს დაუდასტურდა - ბაღების უმეტესობა დაკეტილია
31-01-2022

31 იანვრის მონაცემებით, თბილისის მასშტაბით 186 საჯარო საბავშვო ბაღიდან 105 სრულად არის დაკეტილი, - აღნიშნულის მიზეზი, სააღმზრდელო დაწესებულებებში მომატებული კოვიდინფიცირების შემთხვევებია. 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით დედაქალაქში 105 ბაღთან ერთად დახურულია 51 ჯგუფი. კოვიდინფიცირების შემთხვევები გაზრდილია ბაღის აღსაზრდელებსა და თანამშრომლებში. სააგენტოს განცხადებით, ვირუსი, ბაღის 421 თანამშრომელს და 120 აღსაზრდელს აქვს დადასტურებული.

ცნობისთვის, როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, დაიხურება თუ არა საბავშვო ბაღები ამის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას ხვალ, 1 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გაიგებს.

იხილეთ: დაიკეტება თუ არა სკოლები და ბაღები სრულად - მთავრობა ეპიდემიოლოგების რჩევას ელოდება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203