„მასწავლებლების ტესტირება აუცილებლად გაგრძელდება“
31-01-2022

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დამატებით განმარტავს, რომ მასწავლებლებისთვის სავალდებულო კოვიდტესტირება არ უქმდება. მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიზნობრივი ჯგუფების (ექიმების გარდა) სავალდებულო კოვიდტესიტრება უქმდება, ბევრი კითხვისნიშანი გაჩნდა.

etaloni.ge განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, შეეხებოდა თუ არა ეს ცვლილება პედაგოგებს, სადაც გვიპასუხეს, რომ ეხება ყველას, სამედიცინო პერსონალის გარდა. 

მოგვიანებით, ოფიციალურ უწყებაში განმარტეს, რომ რადგან პედაგოგებს ყოველდღიური შეხება აქვთ მოსწავლეებთან და ასევე სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, სასკოლო საზოგადოება კვლავ დაექვემდებარება სავალდებულო კოვიდტესტირებას იგივე პრინციპით: აცრილები ორ კვირაში ერთხელ პისიარს ჩააბარებენ, აუცრელები კი ყოველკვირას სწრაფ ტესტს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203