როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანა გსურთ? - ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში აისახება
21-02-2022

ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებისთვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. პედაგოგებს საშუალება აქვთ ჟურნალში შეფასებები და დასწრებები 8 დღის განმავლობაში შეიტანონ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა სია არასწორადაა ასახული, მაგალითად, სხვა კლასის მოსწავლე ჩანს ან რომელიმე მოსწავლე ბაზაში საერთოდ არაა.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ელექტრონულ ჟურნალში კონკრეტული ინფორმაცია ასახული არაა? შესაძლებელია თუ არა სიაში  მოსწავლეების რაოდენობის რედაქტირება?

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეების სიის შეცვლა ან რედაქტირება არ ხდება. მონაცემების შეცვლა შესაძლებელია სისტემა eschool - ში, საიდანაც ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში 24 საათის განმავლობაში აისახება. eschool-ში მონაცემები  სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეცვალოს და არა რომელიმე მასწავლებელმა.

ელექტრონულ ჟურნალში ნებისმიერი ცვლილებისთვის, პირველ რიგში, შეამოწმეთ eschool - ის მონაცემები, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ჟურნალში მონაცემები eschool - ში შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე აისახება, შესაბამისად, საჭიროა eschool - ში მონაცემების გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემებში იქნება ცდომილება და სკოლის ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხს ვერ მოაგვარებს, დაუკავშირდით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203