თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა!" მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ღონისძიებები - ლექცია თემაზე „ ილია და მე-19 საუკუნე“ (მომხსენებელი მასწავლებელი ბელა გობეჯიშვილი)
მოსწავლეთა კონფერენცია: ,,განდეგილი", ,,ილიას მკვლელობა" - მონაწილეობდნენ XI კლასის მოსწავლეები.
,,ჩვენ ვეცნობით ილიას" - გაკვეთილის ფარგლებში IV კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ილიას ბიოგრაფიის შესახებ. გაიხსენეს სახლ- მუზეუმის დათვალიერებისას მიღებული შთაბეჭდილებები, იმსჯელეს მოთხრობების შესახებ, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები - მასწავლებელი ფიქრია ცერცვაძე.
პროექტის ავტორი და ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო მელქაძეა, რომლის თქმითაც მოსწავლეებს წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები ელით.
იხილეთ ფოტოები