თბილისის 103-ე სკოლის მოსწავლეები „112“ - ში იმყოფებოდნენ
22-02-2018
თბილისის 103-ე სკოლის მოსწავლეები 112 - ში იმყოფებოდნენ. 112 საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში მოქმედი გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომერია.

11 თებერვალი (11/2), როგორც საქართველოში, ასევე ევროპის თითოეულ ქვეყანაში 112-ის დღედ აღინიშნება. ამ დღის ფარგლებში 103_ე საჯარო სკოლის მესამეკლასელები ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, მანდატურის დიანა ნავასარდოვისა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით 112-ს ესტუმრნენ და დაათვალიერეს „112“-ის ოფისი, მიიღეს „112“-ისთანამშრომლების მუშაობის სპეციფიკის შესახებ სრული ინფორმაცია.

მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაციები და მოზარდებმა შეიტყვეს, რა შემთხვევაში უნდა ისარგებლონ გადაუდებელი დახმარების ნომრით, რომელი სამსახურების გამოძახებაა შესაძლებელი „112“-ზე დარეკვით ( პოლიცია, სახანძრო / სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისცენტრი) და კანონით გათვალისწინებული რა სანქციები არსებობს ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში. გაიგეს, რომ 112-ის მთავარი მიზანია , დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება.

112–ზე დარეკვა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ მობილური ტელეფონი გათიშულია ორმხრივად ან სიმ–ბარათი არაქვს, 112–ზე დარეკვა საქართველოს გარდა, შეგიძლიათ ევროპის მრავალ ქვეყანაში და 112–ზე დარეკვა შესაძლებელია ნებისმიერი სახის ტელეფონიდან, სახლის ტელეფონიდანაც და მობილურიდანაც. მოსწავლეებმა „112“-ის წარმომადგენლებთან ერთად თემატური დავალებები შეასრულეს და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი.

შეხვედრის ბოლოს, მოზარდებს „112“-ისგან სამახსოვრო ბროშურები გადაეცათ და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. მეორე დღეს კი შთაბეჭდილებები და ემოციები ბავშვებმა ფურცელზე გადაიტანეს, პრეზენტაცია მოაწყვეს და თემატური გასაფერადებელიც გააფერადეს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203