საქართველოში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ახალი სისტემა 1 თებერვლიდან ამოქმედდა: მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთთვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი აბონემენტი შეიძინონ, რომლის საშუალებითაც მგზავრობის საფასურს გადაიხდიან. წინააღმდეგ შემთხვევაში თითო მგზავრობაზე 1 ლარის გადახდა მოუწევთ.
თუმცა მერიის გადაწყვეტილებით, ის კატეგორიებისთვის, ვინც აქამდე სხვადსხვა ფაქტორის გამო, გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა, არაფერი იცვლება. მაგალითად მასწავლებლები კვლავ 20 თეთრად იმგზავრებენ, თუმცა ეს ეხება მხოლოდ საჯარო სკოლებში დასაქმებულებს, ხოლო კერძო სკოლებისა და რეგიონებში მცხოვრებ პედაგოგებზე საშეღავათო სისტემა არ იმოქმედებს.
რაც შეეხება საბავშო ბაღების თანამშრომლებს ისინი უფასოდ იმგზავრებენ მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ბაღს მეთვალყურეობას უწევს სსიპ თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტო.
იხილეთ ასევე: