კარწახისა და ხცისის საჯარო სკოლები მათი დამეგობრებისა და თანამშრომლობის შესახებ საუბრობენ
„მეგობრობას ბარიერი არა აქვს“...ეს სიტყვები გახდა გზა და ხიდი ორი ეროვნების სკოლების, სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახისა და სსიპ ივანე ხრიკულის სახელობის სოფელ ხცისის საჯარო სკოლების დამეგობრებისა.სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში პროგრამის ,,არაქართველი მასწავლებლებისპროფესიული განვითარება“ ქართულის მასწავლებლად მუშაობს თამარ კვინიკაძე, რომელიც მანამდე სოფელ ხცისში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, სწორედ მისი ინიციატივითა და დირექციის მხარდაჭერით (დირექტორი ე. ვარდერესიან) გადაწყდა ეს საკითხი, რასაც დიდი სიხარულით გამოეხმაურა ხცისის სკოლა.(დირექტორი ლ. ქვრივიშვილი).
პირველი თბილი შეხვედრაც შედგა კარწახის საჯარო სკოლაში, 2016 წლის 9 ივლისს. სკოლის დირექტორმა ერვანდ ვარდერესიანმა ისაუბრა თავისი სკოლის ისტორიის და იმ ადამიანის შესახებ, ვისი სახელიც აქვს სკოლას( ჯივანი). გაგრძელება კი იყო ერთობლივი გასეირნება ხოზაფინის ტბაზე, ყველაფერი სომხური სტუმარ - მასპინძლობით დაგვირგვინდა და აქვე დაიდო პირობა,რომ მომავალ წელს უკვე სოფელი ხცისი უმასპინძლებდა სომეხ კოლეგებს.
2017 წლის 8ივლისს შედგა ეს შეხვედრაც, ასევე თბილი,სიყვარულით სავსე,შთამბეჭდავი... სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა,მოისმინეს სკოლის ისტორია, ინფორმაცია იმ ადამიანის შესახებ, ვისი სახელიც ჰქვია სკოლას(ივანე ხრიკული)...სტუმარ-მასპინძლობა ქართველებმაც აჩვენეს მეგობრებს და შთაბეჭდილებით სავსე დღეც დასრულდა...თუმცა გადაწყდა, რომ ეს გაგრძელდებოდა და უკვე ერთობლივად დაგეგმავდა ეს ორი სკოლა ბევრ საინტერესო ღონისძიებას.“
იხილეთ ფოტოები