შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განცხადებას ავრცელებს.
„2022 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდების მიზნებისათვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში უნდა შეავსოს ანკეტა 2022 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 10 თებერვლამდე“ - აღნიშნულია ინფორმაციაში, რაც ნიშნავს, რომ უმაღლესებს, რეგისტრაციისთვის მხოლოდ 10 დღე აქვთ.