სკოლები აუცილებლად უნდა გადავიდეს ონლაინ-რეჟიმზე - ჯანდაცვის ექსპერტი
03-02-2022

როდესაც „ომიკრონი“ მომძლავრდა, შევთავაზე ვერსია, რომ 2-3 კვირის განმავლობაში, სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადასულიყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, დევი ტაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ შტამი ყველაზე მარტივად ბავშვებში ვრცელდება.

„ოჯახების უმეტესობა, სადაც დღეს არის „ომიკრონი“, ბავშვებმა მოიტანეს, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან მარტივად გადასდებენ ხოლმე. სკოლები აუცილებლად უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე - ესეც დაგვიანებულად ხდება. სკოლები არის ნომერ პირველი და არაჩვეულებრივი ნიადაგი იმის, რომ ვირუსი გავრცელდეს“, - განაცხადა ტაბიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203