„პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაცია ახმეტასა და თელავში მოეწყო
03-02-2022

პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური წიგნი+რვეული, რომელიც ყველა მომავალ მოსწავლეს ეხმარება, მიიღოს სათანადო განათლება და ამაყად შეაბიჯოს ცოდნის ტაძარში, გამოცემისთანავე პოპულარობით სარგებლობს; ჰყავს უამრავი პატარა მეგობარი და მშობლებიც, სწორედ ამ სახელმძღვანელოს საშუალებით, მეტად დაუახლოვდნენ შვილებს... 

„პირველკლასელთა აკადემია“ „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის - გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოიცა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მთელი საქართველო მოიცვა

ამჯერად, სახელმძღვანელოს წარდგენა-გაცნობა კახეთში, კონკრეტულად კი, ახმეტასა და თელავში მოხდა. ეს საქმიან-მეგობრული შეხვედრები ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ ზრუნავენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მომავალი თაობების განვითარებაზე.

ახმეტაში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნან მერი, ალექსი ფიცხელაური და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თამუნა ონიაშვილი; რაც შეეხება თელავს, „პირველკლასელთა აკადემიას“ პირადად გაეცნენ მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, მერის მოადგილე - ფიქრია ყუშიტაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი - თამარ ზაზანაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი შოთა ჩეკურიშვილი, ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - ალექსანდრა ლუარსაბიშვილი და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ლევან მრელაშვილი.

შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა და საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას. ფაქტია - „პირველკლასელთა აკადემია“ მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს და მალე, ის ახმეტისა და თელავის მკვიდრი პატარების ოჯახებში საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203