სჭირდება თუ არა ფსიქოლოგი, სკოლა თავად გადაწყვეტს - განათლების სამინისტრო
19-02-2022

უნდა ჰყავდეს თუ არა ფსიქოლოგი, ამას სკოლა თავად გადაწყვეტს და ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ მოთხოვნებსაც თვითონ დაარეგულირებს.

აღნიშნული ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში Etaloni.ge-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადეს.

„სკოლას აქვს ფსიქოლოგის ვაკანსიის შემთხვევაში მოთხოვნები. ვაკანსიას სკოლა დებს და მოთხოვნებსაც, სამინისტროდან არ რეგულირდება ეს მოთხოვნები“, - აღნიშნეს განათლების სამინისტროში.

 უწყების ამ კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, როცა სკოლა გადაწყვეტს, რომ ფსიქოლოგი სჭირდება, არავინ შეამოწმებს აღნიშნულ საგანამანათლებლო დაწესებულებაში ნამდვილად დგას თუ არა ფსიქოლოგის მუშაობის აუცილებლობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203