მეორე სემესტრიდან, რომელიც 17 იანვარს დაიწყო ონლაინსწავლებაზე ჯამში რეგისტრაცია 86 151-მა მოსწავლემ გაიარა, ხოლო 13 477დასწრებით მოდელს დაუბრუნდა. მოსწავლეებს სწავლების მოდელის შეცვლა ყოველ ხუთშაბათს შეუძლიათ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 3 თებერვლის მონაცემებით, დისტანციური სწავლის მოდელზე გადასასვლელად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 26081 მოსწავლემ გაიარა. ხოლო ონლაინიდან საკლასო ოთახში დაბრუნების სურვილი 4604 მოსწავლემ გამოთქვა.
სწავლების ფორმატის მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ ყოველ ხუთსაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში საიტიდან - https://online.emis.ge.
აღსანიშნავაი, რომ 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საჯარო და კერძო სკოლებში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 624 132-ს შეადგენდა.