სურამის N4 საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილზე გულსისხლძარღვოვან დაავადებებზე ისაუბრეს
სურამის N4 საჯარო სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილზე გულსისხლძარღვოვან დაავადებებზე ისაუბრეს. გაკვეთილის თემა მოსწავლეებმა საინტერესოდ ჩაშალეს. მათ დავალებები წინასწარ ჰქონდათ გადანაწილებული.
მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ათეროსკლეროზის, გულსისხლძარღვოვანი დაავადებების მიმდინარეობები, გამოეკვეთათ პრობლემა, დაავადებით გამოწვეული საფრთხეები და რისკები. მათ საინტერესოდ განიხილეს თითოეული დეტალი და ისაუბრეს პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
იხილეთ ფოტოები