„ნუცას ბაგა-ბაღის“ ორივე ფილიალში კოვიდრეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.
ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ სააღმზრდელო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. შესაბამისად, ბაგა-ბაღის ორივე ფილიალში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დეზინფექცია რეგულარულად ტარდება.
რეკომენდაციისამებრ ნიავდება სათამაშო და საძინებელი სივრცეები. აღმზრდელები ცდილობენ პატარები სუფთა ჰაერზე ხშირად ჰყავდეთ.
გარდა ამისა, მასწავლებლები ბავშვებს პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაში ეხმარებიან. ბავშვებს ხელების სწორად დაბანის კულტურასა და პანდემიის პირობებში სხვა აუცილებელ უნარ-ჩვევებს უვითარებენ.
ბაღში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია და სკოლამდელი დაწესებულების პერსონალი ყველა ზომას იღებს იმისათვის, რომ პატარებს სუფთა და უსაფრთხო გარემო შეუქმნას.
აღსანიშნავია, რომ „ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: