სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ საინტერესო შეხვედრა შედგა
23-02-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ საინტერესო შეხვედრა შედგა. სპეციალურად მოწვეულმა, კომპეტენტურმა სტუმარმა პატარა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია სახალისოდ მიაწოდა. თვალსაჩინოებისთვის გამოყენებული იყო სათამაშო მანქანები და გზების იმიტაციის ამსახველი დეკორაციები. 

1 კლასში ჩატარებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩაერთო გაკვეთილის ახსნის პროცესში და მინი ლექციაში.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203