„პირველკლასელთა აკადემია“ ავტორმა ოზურგეთში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში წარადგინა
07-02-2022
პანდემიამ ყველას ნათლად დაგვანახა, რომ საფუძვლიანი განათლების საძირკველი მოტივაციაა, რომელიც ბავშვებს დისტანციური სწავლების დროსაც კი არ უნდა დაეკარგოთ; განსაკუთრებით, ისაა მნიშვნელოვანი, მომავალი პირველკლასელები მომზადებულები შეხვდნენ სასკოლო ცხოვრების დასაწყისს.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც საინტერესო დავალებებისა და ვიდეოგაკვეთილებისგან შედგება.

„ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შექმნილმა წიგნმა+რვეულმა გამოცემისთანავე უამრავი პატარა მეგობარი შეიძინა, ხოლო უფროსებს შორის - ამდენივე გულშემატკივარი.

განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ „პირველკლასელთა აკადემიას“ ავტორი თავად აცნობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს, რათა სწორედ მათი თანადგომით, სახელძღვანელომ ყველა მომავალი პირველკლასელის ოჯახში დაიდოს ბინა.

ამჯერად „პირველკლასელთა აკადემია“ გოჩა ტყეშელაშვილმა ოზურგეთში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში წარადგინა. 
ოზურგეთში პრეზენტაციას ესწრებოდნენ მერი - ავთანდილ თალაკვაძე და გურიის რწმუნებული/გუბერნატორის მოადგილე ლევან ჯაფარიძე

ქობულეთში - მერი ლევან ზოიძე და მერის პირველი მოადგილე დავით ვერულიძე;

ხელვაჩაურში - მერი ზაზა დიასამიძე.

ეს გახლდათ საქმიან-მეგობრული შეხვედრები და რა თქმა უნდა დიდი მეგობრობის დასაწყისი. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ხელისუფლებისთვის განათლება პრიორიტეტია და ეს გურია-აჭარაში ვიზიტებისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა. საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას, რომელიც უმთავრეს მიზანს - განათლებული თაობების აღზრდას ემსახურება და რისთვის „ეტალონს“, ავტორთან ერთად, არასოდეს გადაუხვევია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203