გავრცელდება თუ არა შეზღუდვა სკოლებსა და ბაღებში - მთავრობა ახალ რეგულაციებს აწესებს
07-02-2022

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რასაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს. 

ცვლილების მიხედვით, აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება.

შეზღუდვა არ ვრცელდება სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე და ამასთან, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკონცერტო ინფრასტრუქტურა და კონცერტი უნდა ჩატარდეს სასტუმროს სტუმრებისთვის/ვიზიტორებისთვის, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად“;

დადგენილება ძალაშია პირველი თებერვლიდან, თუმცა საინტერესო ისაა, ვრცელდება თუ არა შეზღუდვა სკოლებსა და ბაღებზე.? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ სკოლებში ღონისძიებების ჩატარება აქამდეც აკრძალული იყო.

თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ეერთმნიშვნელოვანი აკრძალვა აქამდე არ მოქმედებდა, უბრალოდ, იყო რეკომენდაცია, არ ჩაეტარებინათ სხვადასხვა ღონისძიება. ნიშნავს თუ არა პრემიერის ახალი ბრძანება კატეგორიულ აკრძალვას? - ამის შესახებ სამინისტროს ცხელ ხაზზე განმარტეს, რომ „სკოლები უახლოეს მომავალში მიიღებენ დეტალურ ინსტრუქციებს“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203