სამინისტრომ მასწავლებლებისთვის „კომპლექსური ბანკი შექმნა“
08-02-2022

განათლების სამინისტრომ პედაგოგებისთვის „კომპლექსური დავალებების ბანკი“ შექმნა. „ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მასწავლებლებს საშუალება აქვთ, იხილონ ყველა საჭირო რესურსი, რომლებიც სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების მიერ მათთვის მზადდება. ინფორმაცია მუდმივად განახლდება.

ამჯერად არსებულ რესურსებს დაემატა „კომპლექსური დავალებების ბანკი“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებისათვის. დოკუმენტში თითოეული სამიზნე ცნებისთვის მოცემულია ქვეცნებები, კომპლექსური დავალების ნიმუშები შესაბამისი საკითხებითა და საკვანძო შეკითხვებით.

რესურსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203