ბავშვის სკოლაში შეყვანის ასაკი შესაძლოა შეიცვალოს - საკითხს განათლების კომიტეტი განიხილავს
პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2022 წელს სკოლაში სწავლის დაწყების ასაკის ცვლილების საკითხს შეისწავლის - აღნიშნულის შესახებ კომტიეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ. არსებული კანონმდებლობით პირველ კლასში დარეგისტრირება იმ ბავშვებს შეუძლიათ რომელთა ასაკიც სწავლის დაწყების დღეს 6 წელია. აღნიშნულ კანონს დიდი ხანია აპროტესტებს მშობლების ნაწილი და როგორც 2021 წლის ბოლოს, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა, შესაძლებელია, პირველ კლაში ის მოსწავლეებიც ჩაირიცხონ, რომლებიც 6 წლის კალენდარული წლის ბოლომდე გახდებოდნენ. როგორც ჩანს, აღნიშნულ საკითხს კომიტეტიც სერიოზულად მოეკიდა და მრავალწლიანი პროტესტისა და უკმაყოფილების შემდგომ გადაწყვეტილება მიიღეს, აღნიშნული საკითხი შეისწავლონ.
ამასთან,
etaloni.ge - გთავაზობთ, საკითხებს, რომელზეც 2022 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონულტაციო საბჭო იმუშავებს:
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია;
- სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი;
- ჰიგიენის სტანდარტები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწების ასაკის ცვლილება;
- საქართველოს ისტორიის სწავლება;
- მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა;
- სკოლების მოტივაციის გაზრდის მექანიზმის დანერგვა;
- ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- STEM მიმართულებების გაძლიერება ზოგადი განათლების საფეხურზე.