მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა შესაძლოა, საბაკალავრო საფეხურზე გაიაროთ
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2 წლიანი სამოქმედო გეგმა განიხილა. როგორც სამოქმედო გეგმის დოკუმენტში ვკითხულობთ, იგეგმება ცვლილება ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. კერძოდ, შეიქმნება საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის საბაკალავრო საფეხურის ფარგლებში ინტეგრირების შესაძლებლობას.
ცვლილებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ამილახვარსა და მის მოადგილეს თამარ ტალიაშვილს ეკუთვნით.
იხილეთ:
ბავშვის სკოლაში შეყვანის ასაკი შესაძლოა შეიცვალოს - საკითხს განათლების კომიტეტი განიხილავს