მაძიებლობის პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს, სავალდებულო აქტივობების შესრულება უწევთ; თავად პროგრამის მიზანია მასწავლებლობის მაძიებლის პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მასწავლებლის უნარ-ჩვევების შეძენა ან/და განვითარება და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული საგნობრივი ვაკანსიების შევსება კომპეტენტური და კვალიფიციური კადრებით.
რაც შეეხება კონკრეტულად აქტივობებს, მათი რაოდენობა შვიდია და მაძიებლებს თითოეული მათგანის შესრულების ვალდებულება აქვთ:
1. სამოქმედო გეგმა;
2. გაკვეთილის გეგმა;
3. კლასგარეშე აქტივობები;
4. თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
5. თვითშეფასების კითხვარის შევსება;
6. კომპლექსური დავალებები;
7. აკადემიური კურსი (edx პლატფორმაზე).