მასწავლებელთა დასახმარებლად დაიგეგმა ონლაინ-ტრენინგები თემაზე: „როგორ შევქმნათ პროდუქტი პროექტისა და კომპლექსური დავალების ფარგლებში“. ტრენინგებზე დარეგისტრირდა 190 მასწავლებელი, - აღნიშნულ ინფორმაციას პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ავრცელებს.
5 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა 14 მეცადინეობა და ონლაინ ტრენინგებით სწავლება გაიარა 126-მა მასწავლებელმა.
ტრენინგებს უძღვებოდა სპმთპ-ს „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ტრენერი მარინე მურჯიკნელი, თავად ტრენინგებს კი აფინანსებს სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაცია.
ტრენინგებზე დასწრების მსურველ მასწავლებლებს შეუძლიათ დამატებით დარეგისტრირდენ სკოლის პროფორგანიზაციის მეშვეობით.