სკოლის დირექტორების ორი წლის წინ დაანონსებული, დაგეგმილი და პანდემიის გამო გადადებული გამოცდის ჩატარების საკითხი, დღემდე გაურკვეველია. გაურკვეველია ასევე იმ თანხის ბედი, რომელიც დირექტორებმა გამოცდაზე გასვლის სანაცვლოდ გადაიხადეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ Etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დირექტორებს გამოცდაზე რეგისტრაციისთვის გადახდილი 50 ლარი მანამდე არ დაუბრუნდებათ, სანამ გამოცდა არ დაინიშნება. მანამდე თანხის დაბრუნების იურიდიული მექანიზმი არ არსებობს.
დირექტორთა გამოცდა 2020 წლის 6-7 მარტს უნდა ჩატარებულიყო. გამოცდაზე ჯამში 2244 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. თუ ამ რიცხვიდან ვიმსჯელებთ სამინისტროს 112 200 ლარის ბედი, რომელიც დირექტორებმა გადაიხადეს, გაურკვეველია.