მასწავლებლებისთვის იზოლაციის ვადები შემცირდება? - სამინისტროს განმარტება
10-02-2022

8 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, აქტიურად ალაპარაკდნენ იზოლაციის ვადების შემცირებაზე. პრემიერმა მითითება გასცა, რომ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოშიც შეიცვალოს საკარანტინე პირობები.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ „აქტიურად განიხილება იზოლაციის ვადების შემცირება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო გამოცდილებასთან, რაც არის 5 დღე და ტესტირების საფუძველზე სამსახურში დაბრუნება“.

თუმცა იმთავითვე ითქვა, რომ იზოლაციის ვადების შემცირება გარკვეულ ჯგუფებს შეეხება, მათ შორისაა მედპერსონალი და ის ადამიანები, ვისი სამსახურში დროულად დაბრუნება საჭიროა, რათა სისტემამ ფუნქციონირება სრულად არ შეწყვიტოს.

ბუნებრივია, გაჩნდა ლოგიკური კითხვა, გავრცელდება თუ არა ეს ცვლილება მასწავლებლებზე, განსაკუთრებით ახლა, როცა მუდმივად გვესმის საუბარი, რომ სკოლებში ვითარება არცთუ მარტივია და პედაგოგების ნაწილი სამსახურში სიარულს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს.

საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროს მივმართეთ. ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ თუ იზოლაციის ვადები შემცირდება, პედაგოგიური საზოგადოება ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნება:

„ზოგადად, იზოლაციის ვადა ყველასთვის ერთნაირია და თუ შემცირდება, ბუნებრივია, ეს ცვლილება პედაგოგებსაც შეეხება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203