8-დან 14 მარტის ჩათვლით, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება, თუმცა, როგორც Etaloni.ge-მ გაარკვია, ეს წესი არ ვრცელდება სააღმზრდელო დაწესებულებებზე.
როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, საბავშვო ბაღები მხოლოდ აღდგომას ისევენებენ, საგაზაფხულო არდადეგები და შუა სემესტრული დასვენება კი, რომლითაც საჯარო სკოლები სარგებლობენ, ბაღებში არ მოქმედებს.
მით უმეტეს, რომ თბილისის ბაღებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი არცთუ დაბალია - 8 თებერვლის მონაცემებით, თბილისის 187 საბავშვო ბაღიდან, სრულად დახურულია 100; ასევე იზოლაციაშია, 40 ცალკეული ჯგუფი; არსანიშნავია ისიც, რომ ინფიცირებულია ბაღების 664 თანამშრომელი და 62 აღსაზრდელი.
იხილეთ ასევე: